ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით იქმნება ცხელი ხაზი – გახარია

30 მარტი, 2020 • 1587
საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით იქმნება ცხელი ხაზი – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში შეიქმნება ცხელი ხაზი, რომლის ნომერი იქნება 144 და რომელიც უპასუხებს მოქალაქეების კითხვებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ეს არის გამოწვევა, რომლის პროგნოზიც დღეს არსებული მონაცემებით ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ ან ორ კვირაში, ამიტომ უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულად მუშაობას. სწორედ ამიტომ, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას.

ეს იქნება ის ხაზი, რომლითაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან”, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში 30 მარტის, 17:20 საათის მონაცემებით,  ამ დრომდე კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 100 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელებულია 18. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 978, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -266 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი