ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ნეთანიაჰუს დამხმარეს COVID-19 დაუდგინდა.

როგორც პრემიერის აპარატში აცხადებენ, ნეთანიაჰუ და მისი აპარატი თვითიზოლაციაში იქნებიან, „სანამ ეპიდემოლოგიური გამოძიება მის მრჩეველთან დაკავშირებით არ დასრულდება“.

თვითიზოლაციაში მოექცევიან ნეთანიაჰუს ახლო მრჩევლებიც — ნეთანიაჰუს ერთ-ერთ მრჩეველ რივკა პალუჩს აგრეთვე დაუდგინდა კორონავირუსი.

ისრაელში ამჟამად COVID-19-ის 4300 შემთხვევა და 15 გარდაცვალებაა დაფიქსირებული.