ახალი ამბები

გამყრელიძე და იმნაძე TV ეთერებში მონაწილეობას წყვეტენ

30 მარტი, 2020 • 12260
გამყრელიძე და იმნაძე TV ეთერებში მონაწილეობას წყვეტენ

“ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამიერიდან ცენტრში მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ.

უწყებაში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სიახლე იქნება, მათ ვებგვერდზე (NCDC.GE) გამოქვეყნდება.

აღნიშნული “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტრში მას შემდეგ განუცხადეს, რაც ვკითხეთ, იგეგმებოდა თუ არა კითხვარიდან, რომლითაც ფასდება პაციენტისთვის COVID-19-ის ტესტის ჩატარების საჭიროება, სარისკო ქცევის ქონის (მოგზაურობის ისტორია/კონტაქცი პირთან, რომელმაც იმოგზაურა) აუცილებლობის ამოღება.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, რას შეეხება დაავადებათა კონტროლის აღნიშნული გადაწყვეიტლება და ნიშნავს თუ არა ეს იმასაც, რომ ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის, ხელმძღვანელები, პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე, აღარც ბრიფინგებსა და სატელევიზიო ეთერებში მიიღებენ მონაწილეობას.

NCDC-ის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ცენტრი სატელევიზიო ჩართვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ხოლო როგორ იმოქმედებს ეს წესი მთავრობის სხდომების შემდეგ გამართულ ბრიფინგებზე, ამის შესახებ ინფორმაცია პრესსამსახურს არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი