ახალი ამბები

თამარ ქალდანი: ეკა მიშველაძის განცხადებას სამართალდამცავებიდან რეაგირება უნდა მოყვეს

10 სექტემბერი, 2015 •
თამარ ქალდანი: ეკა მიშველაძის განცხადებას სამართალდამცავებიდან რეაგირება უნდა მოყვეს

ეს განცხადება ეკა მიშველაძემ 8 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“  გააკეთა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა გადაცემაში არ ისაუბრა კონკრეტულ  გარემოებებზე, ინსპექტორს მიაჩნია, რომ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ ასეთ საჯარო განცხადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართალმდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება. თავის მხრივ, ინსპექტორის აპარატი მზად არის სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მოქალაქეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება”, – ნათქვამია საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

 

“ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების   ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, ხოლო პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი