ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს, ეს უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დიდ საუნჯესთან მიმართებაში. ღვთისმშობლის პერანგი ერთიანი საქართველოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც სვეტიცხოველში დაკრძალული უფლის კვართი. მათი მადლი კი ყველგან შეეწევა მორწმუნეთ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ღვთისმშობლის კვართის [პერანგის] სახელით ცნობილი ექსპონატის, რომელიც ზუგდიდში, დადიანების მუზეუმშია დაცული, ერთი დღით ხობის ტაძარში გადატანის თხოვნით ხობისა და ფოთის ეპარქიამ კულტურის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. მისი ერთი დღით მახათას მთაზე მდებარე ტაძარში განთავსების სურვილი ცოტა ხნის წინ საოპერო მომღერალმა და საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა.