ახალი ამბები

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნასტასია კინსკი ჩამოვა

8 სექტემბერი, 2015 •
ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნასტასია კინსკი ჩამოვა

 

ნასტასია კინსკი
ნასტასია კინსკი

კინოფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, მათ უკვე მიიღეს მსახიობისგან თანხმობა და მისი მგზავრობის დეტალებიც შეთანხმებულია. ნასტასია კინსკი ბათუმში 14 სექტემბერს ჩამოვა ვენეციიდან. მსახიობი წელს ვენეციის კინოვესტივალის სახე იყო. 


ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს 13-20 სექტემბერს გაიმართება. კინოფესტივალზე სამი საკონკურსო სექციაა: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების. გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები, კინოჩვენებები ღია ცისქვეშ, რეტროსპექტივები და ქართული ფილმების პანორამა.


ფესტივალზე წელს 80-მდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის: ლანა ღოღობერიძეს, ოთარ იოსელიანს, მერაბ ნინიძეს, ბაადურ წულაძეს, მაია კომაროვსკას და სხვა უცხოელ და ქართველ სტუმრებს. 


 



მასალების გადაბეჭდვის წესი