ახალი ამბები

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

29 მარტი, 2020 • 1056
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკევს. შსს-ს ცნობითვე, 1954 წელს და 2001 წელს დაბადებული ბრალდებულები პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან,”-აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი