ახალი ამბები

თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

29 მარტი, 2020 • 1303
თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა.

“ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით! – ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი ესპანეთს უგზავნის. საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა
და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა”, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 მარტის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 72 335 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 5 820 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი