ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 90-მდე გაიზარდა

28 მარტი, 2020 • 858
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 90-მდე გაიზარდა

28 მარტის 20:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი.

“ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია. ანუ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ ჯერ კლინიკა არ დაუტოვებია. სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული: 15 – ჩვენს ცენტრში, ერთი – საჩხერეში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4 534 პაციენტი, 276 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი