28 მარტის 10:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. მათ შორის 14 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 641 პაციენტი. 239 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ორი ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.