ახალი ამბებირეკლამა

Mastercard-ი მსოფლიოს 29 ქვეყანაში უკონტაქტო გადახდების ლიმიტს ზრდის

27 მარტი, 2020 • 1518
Mastercard-ი მსოფლიოს 29 ქვეყანაში უკონტაქტო გადახდების ლიმიტს ზრდის

დღეს Mastercard-მა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც იზრდება უკონტაქტო გადახდების ლიმიტი ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ცვლილებები 29 ქვეყანას ეხება და შესაძლებლობას მისცემს მათ, ახალი ლიმიტის შესაბამისად მიიღონ და განახორციელონ გადახდები. ასევე გადახდების მხრივ გააუმჯობესონ და ახალი გამოცდილება შესძინონ ხალხს რეგიონის მასშტაბით. საქართველოში მიმდინარე 45 ლარიანი ლიმიტი 100 ლარამდე იზრდება.

ეს მნიშვნელოვანი სიახლე ემსახურება იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფენომენალურად სწრაფად დაინერგოს და გაიზარდოს უკონტაქტო გადახდის ლიმიტი, რაც ბიზნესსა და საცალო ვაჭრობებს საშუალებას მისცემს სწრაფად ადაპტირდნენ გლობალურ გამოწვევებთან და სიახლეებთან, ხოლო ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა გადახდა კიდევ უფრო მარტივი და სწრაფი გზით განახორციელონ.

ევროპის მასშტაბით Mastercard-ი არაერთ წარმატებულ ინიციატივას გაუძღვა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა უკონტაქტო ბარათებისა და მობილური მოწყობილობების გამოყენების რაოდენობა: დღეისთვის Mastercard-ის ტრანზაქციების 75% უკონტოქტო გადახდებზე მოდის. ამჟამინდელი ინიციატივა – უკონტაქტო გადახდების ლიმიტის გაზრდა – კი გულისხმობს საშუალებას რომლის მიხედვითაც ბარათების მფლობელებსა თუ მოვაჭრეეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფრო მეტი თანხა მარტივად, დაცულად და სწრაფად, ყოველგვარი PIN-ისა და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე. 

”Mastercard იყო პირველი, ვინც დაინახა პოტენციალი და შესაბამისად უზრუნველყო, რომ გადახდის ყველა ტერმინალი 2020 წლის 1 იანვრიდან ყოფილიყო უკონტაქტო. დღეს, უკვე, ყველანი კარგად ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად მოიცვა ჩვენი ყოველდღიური ყიდვა-გაყიდვის მთელი სქემა უკონტაქტო გადახდის მეთოდმა. ჩვენი დღევანდელი განცხადება მიზნად ისახავს ხალხის შეცვლილი ქცევის ტემპის უსწრაფესად აყოლასა და მასზე წინსწრებასაც კი, რათა მიეცეთ მათ მშვიდი, გონიერი და სწრაფი შესაძლებლობები ამ სწრაფად ცვლებად სამყაროში“ – განაცხადა მილან გაუდერმა, Mastercard-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა პროდუქტებისა და ინოვაციების კუთხით. 

მან ასევე დასძინა, რომ „დაარსების დღიდან Mastercard-ი უპირატესობას ანიჭებს უკონტაქტო მომსახურებას, როგორც გადახდის მარტივ, უსაფრთხო და სწრაფ გზას. დღევანდელი ნაბიჯი კი უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს მათ, ვინც უკვე სარგებლობს გადახდების უკონტაქტო მეთოდებით და ასევე, დამატებით მხარდაჭერასა და დახმარებას უზრუნველყოფს იმათთვის, ვინც დღეს ყოველდღიური პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან.”

Mastercard-ის შესახებ

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბებიEngagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

მასალების გადაბეჭდვის წესი