ახალი ამბები

შსს: თბილისში პირი “ბიოს” შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს

5 სექტემბერი, 2015 • 980
შსს: თბილისში პირი “ბიოს” შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 4,9945გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. შსს–ს ცნობით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 
 
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი