ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

COVID-19-ით სომხეთში პირველი პაციენტი, 72 წლის ქალი გარდაიცვალა

26 მარტი, 2020 • 773
COVID-19-ით სომხეთში პირველი პაციენტი, 72 წლის ქალი გარდაიცვალა

COVID-19-ით სომხეთში პირველი პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 72 წლის ქალია, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და გულის რიტმის დარღვევა ჰქონდა. პაციენტი გუშინდელი დღიდან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.

26 მარტის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი 290 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 18 გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი