ახალი ამბები

ბოდბის ეპიკოპოსმა იაკობმა ღვთისმშობლის ხატით თბილისს ვერტმფრენით შემოუფრინა

26 მარტი, 2020 • 6870
ბოდბის ეპიკოპოსმა იაკობმა ღვთისმშობლის ხატით თბილისს ვერტმფრენით შემოუფრინა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა იაკობმა თბილისს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვეტმფრენის მეშვეობით შემოუფრინა და ქალაქი დალოცა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ეპსკოპოსის ფეისბუკ- გვერდი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.

მანამდე, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა თბილისისა და მარნეულის ქუჩები მანქანებიდან აკურთხეს.


საპატრიარქო კორონავირუსის გავრცელების საფრთის გამო გამო საჯარო მსახურების შეწყვეტას არ აპირებს.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად სასულიერო პირებს ნებას რთავს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, სრულ განკურნებამდე შინ დარჩნენ, ტაძრებში კი ადამიანებს შორის მანძილი 2 მეტრი უნდა იყოს, ეზოში – 1.5. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა.

საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას რატომ კეთდება დიდი აქცენტი საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე, რადგან მათი თქმით, ტაძრებში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სააფთიაქო ქსელსა და სურსათის მაღაზიებში.

ვრცლად წაიკითხეთ:

რეგულაციების გამო ქართული ეპარქიები აშშ-სა და UK-ში წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი