ახალი ამბები

რა ხდება მარნეულის შესასვლელთან – ფოტორეპორტაჟი

26 მარტი, 2020 • 1370
რა ხდება მარნეულის შესასვლელთან – ფოტორეპორტაჟი

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი 23 მარტს გამოცხადდა, ამ დროისთვის შეზღუდულია ამ ტერიტორიებზე შესვლა და გამოსვლა. შეწყვეტილია ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა იმ წარმოებებისა და მომსახურებისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო უზრუნველყოფასთან, ასევე, სააფთიაქო მომსახურებასთან, საწვავთან, საბანკო მომსახურებასთან და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასთან.

საკარანტინო რეჟიმი კი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 62 წლის მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, რომელსაც ვირუსის აქტიურ ფაზაში ყოფნის პერიოდში კონტაქტი ჰქონდა 90-მდე ადამიანთან, ამ 90 პირს კი, დაახლოებით, 1 700-მდე ადამიანთან.

მარნეულის და ბოლნისის ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებმა, 25 მარტის მონაცემებით, სიცხე 20 ათასამდე ადამიანს გაუზომეს, აქედან მატება მხოლოდ 25-ს აღმოაჩნდა, საიდანაც საყურადღებოდ ჩაითვალა მხოლოდ 2.

მარნეულელ პაციენტს COVID-19-ზე ტესტი ჰოსპიტალიზაციდან მესამე დღეს ჩაუტარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი