ახალი ამბები

ადგილობრივი წარმოების პირბადეები სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდათ

25 მარტი, 2020 • 972
ადგილობრივი წარმოების პირბადეები სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდათ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დაიწყო ადგილობრივი წარმოების პირბადეების დარიგება სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პირბადეებს მიიღებენ მცირე და საშუალო, ასევე, დიდი სასურსათო მაღარიების თანამშრომლები.

როგორც, მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტი თანამშრომელი ოპერატიულად იქნება უზრუნველყოფილი ვირუსისგან დამცავი საშუალებებით:

“კრიზისული სიტუაციის დაწყების პირველივე დღიდან მთავარი პრობლემა, რაც გვქონდა, იყო პირბადეები. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულია 780 მაღაზია და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული პირბადეები გადანაწილდება პროპორციულად, საჭიროების შესაბამისად. ამის გარდა, დავარიგებთ, ასე ვთქვათ, სახის დამცავ სხვა საშუალებს და ხელთათმანებს”, – განაცხადა მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა ჭელიძემ.

სასურსათო-სავაჭრო ქსელების თანამშრომლებისთვის ადგილობრივი წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს უშუალოდ ესწრებოდა ნათია თურნავა, რომლის შეფასებით, უმთავრესი პრიორიტეტია როგორც მაღაზიების თანამშრომლების, ასევე, მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

პირბადეები ასევე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი