ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბრალდებულმა ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.