ახალი ამბები

პრეზიდენტის შენიშვნები ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის კანონპროექტზე

2 სექტემბერი, 2015 •
პრეზიდენტის შენიშვნები ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის კანონპროექტზე

მოტივირებული შენიშვნები პარლამენტარებს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა გააცნო.

 

როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის ერთ–ერთი მთავარი ფუნქციაა ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა. მისივე თქმით, ფინანსური სისტემის სტაბილურობის ცნება მოიცავს ფინანსური სისტემის საბაზრო ფუნქციონირების ხელშეწყობას, საგადახდო სისტემების შესაძლებლობას, შოკების შთანთქმის შესაძლებლობას, საუბარია როგორც გარე, ისე შიდა შოკებზე, რისკების ზუსტ შეფასებას და ეფექტიან მართვას. 

 

 

“კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება, ფინანსური სისტემის სტაბილურობის ხელშეწყობა, რისკის ქვეშ დგება, თუ ეროვნულ ბანკს არ ექნება ფინანსური სექტორის სრული და ყოვლისმომცველი ზედამხედველობის უფლება. კანონპროექტის თანახმად, სათუო ხდება ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ძირითადი კონსტიტუციური ფუნქცია და ამ ფუნქციის განხორციელების რეალური შესაძლებლობა. ერთ–ერთი მთავარი არგუმენტი არის სწორედ ეს, რომ ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეუწყოს ხელი ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, თუ მას არ ექნება საზედამხედველო პოლიტიკა” 

 

გიორგი აბაშიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის ავტორების მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი დასაბუთებული არგუმენტი, თუ რატომ უნდა გამოეყოს საფინანსო ზედამხედველობა საქართველოს ეროვნულ ბანკს.

 

“ჩამოთვლილია საფინანსო ზედამხედველობის მოდელები, საზღვარგარეთის რიგი ქვეყნების პრაქტიკის მოშველიებით, რაც ჩვენს მიერ ვერ იქნება აღქმული კანონპროექტის მიღების რეალურ და საკამრის მიზეზად,”– განაცხადა მან. 

 

მანვე განაცხადა, რომ კანონრპოექტის მიღების ერთ–ერთ მიზეზად დასახელებულია განვითარებული ქვეყნების მაგალითები, სადაც საფინანსო ზედამხედველობოს ფუნქცია არ არის ცენტრალური ბანკის პრეროგატივა. აბაშიშვილის თქმით, კანონპროექტში მოყვანილ მოდელებსა და ქვეყნებზე საუბრისას ხშირად ფქტობრივი შეცდომებია დაშვებული და არ არის განახლებული ინფორმაცია. 

 

“2000–იან წლებში დაწყებული იყო საპირისპირო ტენდენცია, ანუ 2000–იან წლებში ხდება პირველად, როდესაც ცენტრალურ ბანკებს გამოეყოფა საფინანსო სექტორის ზედამხედველობა. თყუმცა, შემდგომ პერიოდშ, კრიზისულ პერიოდში, აჩვენა რა გამოყოფის არაეფექტურობა, რადგან იკარგებოდა კოორდინაცია და კიდევ ბევრი სხვა დეტალია ამ შემთხვევაში, 2008–09 წლის შემდგომ დაწყებულმა ტენდენციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, იყო სრულიან საპირისპირო, ანუ ხდებოდა კვლავ ზედამხედველობების ეტაპობრივად მეტი ინტეგრირება კვლავ ეროვნული ბანკების შემადგენლობაში იმისთვის, რომ ჩათვალა გაყოფილი, როგორც ნაკლოვანი და კრიზისებზე არასაკმარისად რეაგირე ინსტიტუტი,”– განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

 

გიორგი აბაშიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია გავეცნოთ, საბანკო ზედამხედველობის სფეროში რა პრაქტიკას მიიჩნევს საუკეთესოდ ევროპის ცენტრალური ბანკი. მისივე თქმით, ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიცია საბანკო–საფინანსო ზედამხედველობის მიმართ განსხვავდება კანონპროექტის მიზნებისგან და ზედამხედველობის ფუნქციის ევროპის ცენტრალური ბანკის ფარგლებში დარჩენას უჭერს მხარს.

 

“ეს პოზიცია გამომდინარეობს მისი ხანგრძლივი გამოცდილებიდან და დასტურდება შესაბამისი კვლევებით, რაც ძალაინ მნიშვნელოვანია. თანამედროვე პირობებშ კვლევა ყველაზე ძვირი ინფორმაციაა. ყველაზე ძვირია კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაცია მივიღოთ და ევროპის ცენტრალური ბანკი ამ შემთხვევაში უფასოდ, ღიად გვთავაზობს კვლევას, სადაც საუბარია, რომ ზედამხედველობის ორგამოს ცენტრალურ ბანკში დარჩენა არის უფრო ეფექტური, ვიდრე მის გარეთ გასვლა. და ჩვენ ყოველგვარი კვლევის გარეშე ნულოვანი ანალიტიკის გარეშე ვცდილობთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩამოვაშოროთ ამ შემთხვევაში ზედამხედველობის ფუნქცია. ეს არათუ საკამათო საკითხია, არამედ ძალიან ღიაა, რომ ამით უბრალოდ ვეწინააღმდეგებით იმ კვლევით ტენდენციებს, რომელიც არის,”– გაანცხადა აბაშიშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი