ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლებას ითხოვს

2 სექტემბერი, 2015 • • 968
აშშ ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლებას ითხოვს

“ჩვენ ასევე შეწუხებული ვართ შეტყობინებებით გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ. ეს შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის ფართო ტენდენციებისა”. 

 

აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ისმაილოვა და სხვა დაპატიმრებულები, ვინც ისმაილოვას მსგავსად აზერბაიჯანის ხელისუფლების რეპრესიებს შეეწირა. 

 

რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიული პრინციპების განუყოფელი ნაწილია და მისი დარღვევა აზერბაიჯანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 


ბაქოს სასამართლომ გუშინ, 1 სექტემბერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი