ახალი ამბები

“ქართული ოცნება”: ირმა ინაშვილს ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს

2 სექტემბერი, 2015 •
“ქართული ოცნება”: ირმა ინაშვილს ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ამ განცხადებების მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

 

“კოალიცია “ქართული ოცნება” ხაზგასმით აცხადებს, რომ კოალიციის წევრი თითოეული პარტია სრულად იქნება მობილიზებული საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად. აღნიშნული მხარდაჭერა უზრუნველყოფს კოალიციის კანდიდატის დამაჯერებელ გამარჯვებას საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში”, -ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “ქარულმა ოცნებამ” გაავრცელა.

 

“ქართული ოცნების” ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში ირმა ინაშვილი, რომელმაც განცხადება ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

ის კოალიციისგან კატეგორიულად ითხოვს საზოგადოების წინაშე საჯაროდ და კონკრეტულად განმარტოს, თუ სად და როდის გამოთქვა  მსგავსი მოსაზრებანი.

 

“ჩემს შეხვედრებს სოფლებში უამრავი ადამიანი ესწრება და ნებისმიერი მათგანი დაადასტურებს, რომ ასეთი განცხადება არც საჯაროდ, არც კულუარულად, არც ღიად და არც ფარულად არ გამიკეთებია და გულახდილად გეტყვით, რომ ასეთი სურვილი არც მამოძრავებს!”, – აცხადებს ინაშვილი.

 

ინაშვილი ამბობს, რომ “უინტერესო არც ის არის, თუ ვინ მიაწოდა მსგავსი სიცრუე კოალიციის მმართველ ორგანოს და რა მსჯელობისა და ფიქრის საფუძველზე გავრცელდა აღნიშნული დეზინფორმაცია”.

 

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აბსურდული და პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად არაკორექტული განცხადების ინიციატორი და “შემოქმედი” ჩემი კონკურენტი რესპუბლიკური პარტიაა”.

 

კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”  შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში მაჯორიტარობის კანდიდატად 31 აგვისტოს თამარ ხიდაშელი წარადგინა. ამავე ოლქში კენჭს იყრის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი ირმა ინაშვილი.

 

საქართველოში საპარლამენტო შუალედური არჩევნები 31 ოქტომერს გაიმართება. შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა, საგარეჯოს არჩევნების შემთხვევაში, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი