ახალი ამბები

კორონავირუსისგან მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

25 მარტი, 2020 • 1387
კორონავირუსისგან მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის რაოდენობა ათამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, გუშინ და დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 3 პაციენტი მკურნალობს ინფექციურ საავადმყოფოში, აქედან 1-ს – საფრანგეთში, 2-ს კი აშშ-ში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი