ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 73-მდე გაიზარდა

25 მარტი, 2020 •
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 73-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 73-მდე გაიზარდა. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 10 პირი.

ამის შესახებ მონაცემები რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გუშინ, საღამოს მონაცემებით, საქართველოში ვირუსი 70 მოქალაქეს უდასტურდებოდა, დღეს დილით კი დამატებით 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

მასალების გადაბეჭდვის წესი