ახალი ამბები

დეზინფექცია თბილისის ქუჩებში [ვიდეო]

25 მარტი, 2020 • 1673
დეზინფექცია თბილისის ქუჩებში [ვიდეო]

თბილისში ქუჩების ნაწილს დეზინფექციას უტარებენ.

ვიდეოს დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი ავრცელებს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით,  სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით რამდენიმე დღის განმავლობაში დამუშავდება ყველა ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებია განთავსებული, ასევე, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაც.

კალაძე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ მერია გააგრძელებს ავტობუსის გაჩერებებისა და მეტროს შესასვლელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნული საშუალებების გამოყენებით ყოველდღიურ რეჟიმში უკვე იწმინდება:

“მოხდება უშუალოდ იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, სადაც არის გაჩერებები, მეტროს შესასვლელები. რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროექტი. ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშოებს. საზოგადეობრივი ტრანსპორტი ყოველდრიურ რეჟიმში მუშვდება სპეციალური ხსნარებით”, – ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი