“კომპანია SOCAR Georgia Gas-ი აზუსტებს მედიით დღეს გავრცელებულ განცხადებას კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებების შესახებ და აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კომერციული სექტორის მომხმარებლისთვის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება,”– ნათქვამია “სოკარის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე საათით ადრე კი კომპანიამ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
“კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ფასის გაერთიანების მიზნით კომერციული მომხმარებლებისთვის მათი კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gas-ის ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებლებზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბ.მეტრზე განისაზღვრება 84 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ახალი სატარიფო პოლიტიკით ცვლილება შეეხებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც არსებული ხელშეკრულებებით ტარიფი 84 თეთრზე ნაკლები ჰქონდათ.
კომპანიის გადაწყვეტილებით, პურის ქარხნებისთვის, ასევე, საბიუჯეტო და საეკლესიო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება.”