ახალი ამბები

უნგრეთის ხელისუფლებამ მიგრანტებს გერმანიაში გამგზავრების საშუალება არ მისცა [ფოტო]

1 სექტემბერი, 2015 •
უნგრეთის ხელისუფლებამ მიგრანტებს გერმანიაში გამგზავრების საშუალება არ მისცა  [ფოტო]

უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობენ აღადგინონ წესრიგი და შეასრულონ ევროკავშირის წესები. ამავდროულად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მიგრანტები ევროპის ქვეყნებში სამართლიანად უნდა გადანაწილდნენ.

 

ათასობით ადამიანი, რომლებიც აღმოსავლეთიდან ომსა და დევნას გამოექცნენ, ცდილობენ მიაღწიონ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს და თავშესაფარი მოითხოვონ. ევროკავშირის ქვეყნები შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

 

ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, მიგრანტებმა უნდა ითხოვონ თავშესაფარი ევროკავშირის იმ პირველსავე ქვეყანაში, რომელშიც შევლენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალიამ და საბერძნეთმა განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ ამ რაოდენობით მიგრანტების მიღება, ბევრმა ლტოლვილმა გეზი ჩრდილოეთ ევროპისკენ აიღო.

 

ავსტრიის პოლიციის ცნობით, 31 აგვისტოს, ორშაბათს უნგრეთიდან ავსტრიაში 3 650 მიგრანტი ჩავიდა. მათ უმეტესობას გერმანიაში გამგზავრება სურდათ. სამშაბათს დილით კი სამხრეთ გერმანიაში, მიუნხენში ავსტრიიდან 1 400 მიგრანტი ჩავიდა.



ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.


 

მიგრანტები უნგრეთის პოლიციის მიერ ბუდაპეშტში ცენტრალური სადგურის დახურვას აპროტესტებდნენ. მიგრანტები იმედივნებდნენ, რომ მატარებლით ისინი დასავლეთ ევროპაში გამგზავრებას შეძლებდნენ © EPA 01.09.2015
მიგრანტები უნგრეთის პოლიციის მიერ ბუდაპეშტში ცენტრალური სადგურის დახურვას აპროტესტებდნენ. მიგრანტები იმედივნებდნენ, რომ მატარებლით ისინი დასავლეთ ევროპაში გამგზავრებას შეძლებდნენ © EPA 01.09.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი