ახალი ამბები

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 34 მილიონი დაიხარჯება

25 მარტი, 2020 • 2411
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 34 მილიონი დაიხარჯება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 34 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში უნდა დასრულდეს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 24 მარტს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2020 წლის 20 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.

პროექტი, რომლის მიხედვითაც შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მზადაა. ტენდერის პირობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტებზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი, 2 წელია.

ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რა ფერის იქნება რეაბილიტირებული შენობა. პროექტში აღნიშნულია, რომ ფასადი პროექტის ავტორთან შეთანხმებული ფერის მიხედვით შეიღებება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისში / არსებული სიტუაცია / ფოტო პროექტიდან

 

მთავარი ფოტო: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე / რენდერი პროექტიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი