ახალი ამბები

3 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია – გამყრელიძე

24 მარტი, 2020 • 1025
3 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ ცნობილია სამი პაციენტის ინფიცირების წყარო, რომელთაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდათ. ამის შესახებ გამყრელიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ახალი პაციენტის წყარო დაკავშირებულია ცნობილ ინფიცირებულთან, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან გამყრელიძემ თავი შეიკავა.

24 მარტის 20:30 საათის მონაცემებით საქართველოში სულ დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევა, აქედან 9 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი