ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაგრაში კრასნოდარის წარმომადგენლობას აუქმებენ

1 სექტემბერი, 2015 • • 1013
გაგრაში კრასნოდარის წარმომადგენლობას აუქმებენ

გამოცემის ცნობით, კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ გაგრაში თავისი წარმომადგენლობის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ დადგენილებას ხელი 28 აგვისტოს კრასდონარში მოაწერეს. 

 

“როგორც ცნობილია, 2008 წელს აფხაზეთის სუვერენული სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, როგორც რუსეთში, აფხაზეთშიც ოფიციალური დიპლომატიური მისიები გაიხსნა. დღეს ჩვენ მედიიდან ვიგებთ, რომ კრასნდონარის მხარის ხელისუფლება გაგრაში წარმომადგენლობის ლიკვიდაციაზე კომისიას ქმნის. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას და თანამშრომლობას ოფიციალური დიპლომატიური შუამავლებით შევძლებთ”, – განაცხადა კან ტანიამ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

ოფიციალური ინფორმაციით, კრასდონდარის მხარის წარმომადგენელობა აფხაზეთში დაკავებული იყო დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საქმიანობით. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი