თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოციება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასწარი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე წერილი არის აღმოჩენილი.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს.