ახალი ამბები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა

1 სექტემბერი, 2015 • 1483
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა

პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

 

ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, პრემიერი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს  ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო – www.batumiairport.com
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო – www.batumiairport.com

მასალების გადაბეჭდვის წესი