ახალი ამბები

COVID-19-ის გამო შეკრებისა და გადაადგილების შეზღუდვები ევროპის ქვეყნებში

25 მარტი, 2020 • 1454
COVID-19-ის გამო შეკრებისა და გადაადგილების შეზღუდვები ევროპის ქვეყნებში

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, გააუქმონ და აკრძალონ მათ ტერიტორიაზე საჯარო თავშეყრები. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მრავალმა ქვეყანამ მოსახლეობას შეკრებაზე შეზღუდვა დაუწესა.

შეკრებისა და გადაადგილების შესახებ გამკაცრდა ზომები საქართველოშიც. კერძოდ, აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება, აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება და დაიხურა დაწესებულებები, რომლებიც პირველად საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვას რეკომენდაციის სახე აქვს. საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ. მკაცრი საკარანტინო ზომები კი მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებზე ვრცელდება.

ნახეთ, რა ზომები მიიღო ევროპის 10-მა ქვეყანამ, სადაც COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი