ახალი ამბები

შსს: ინტერპოლმა ბულგარეთში საქართველოს მოქალაქე დააკავა

1 სექტემბერი, 2015 • 836
შსს: ინტერპოლმა ბულგარეთში საქართველოს მოქალაქე დააკავა

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა ბ-მ 2009 წლის 27 სექტემბერს ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

შსს–ს ცნობით, თბილისის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა ზაზა ბ-ს ექსტრადირება უკვე მოახდინეს და იგი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი