ახალი ამბები

დიმიტრი ქუმსიშვილი: ხელისუფლების ამჟამინდელი პრიორიტეტები გაგრძელდება უწყვეტად

1 სექტემბერი, 2015 • 971
დიმიტრი ქუმსიშვილი: ხელისუფლების ამჟამინდელი პრიორიტეტები გაგრძელდება უწყვეტად

“ყველასათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა.

 

მე ახლა ვგრძნობ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ყველა ის პროექტი და რეფორმა, რომელიც წამოწყებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიერ, იყოს წარმატებული, გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა 1 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ის პრემიერ-მინისტრმა ახალ ეკონომიკის მინისტრად დაასახელა.

“კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოების და მომსახურების სფეროში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარება, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, ეფექტური მართვა –  სწორედ ეს არის ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა ეს პრიორიტეტი, თუ ქვეყნისათვის სხვა მნიშვნელოვანი რეფორმა გაგრძელდება უწყვეტად”, – აცხადებს ქუმსიშვილი.

 

ეს განცხადებები გიორგი ქუმსიშვილმა  პრემიერ-მინისტრის მიერ მისი ეკონომიკის მინისტრად წარდგენის შემდეგ გააკეთა.

 

ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრი გახდა, 01/09/2015 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი
დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრი გახდა, 01/09/2015 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი