ახალი ამბები

ვირუსის გავრცელების პიკი შეიძლება არც გვქონდეს – გაბუნია

24 მარტი, 2020 • 1803
ვირუსის გავრცელების პიკი შეიძლება არც გვქონდეს – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლებელია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი საერთოდ არ იყოს, თუმცა ამას სპეციალური ღონისძიებების გატარება სჭირდება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია აღნიშნული პიკის გადავადება, რაც გაბუნიას თქმით, საქართველოში დიდი ალბათობით მოხდება.

“რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლდება ყველა კლასტერი. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა ვიცით, რასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს არ გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია მეშვიდე-მერვე კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აუცილებელია სოციალური დისტანცირება და მთელი რიგი ღონისძიებები. ამრიგად, მეშვიდე-მერვე კვირის პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს მივიღოთ ეს პიკი და ჩვენი მიზანიც ეს არის. თუ იქნება შემთხვევების მატება, საუკეთესო სცენარი არის ის, რომ შემთხვევების მატება და გამოvლენა იყოს ეტაპობრივად და ნელ-ნელა”, – განაცხადა გაბუნიამ.

24 მარტის 15:50 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 67 შემთხვევა, აქედან 9 პაციენტიგამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი