ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსამართლემ ხადიჯა ისმაილოვას სიტყვა არ დაასრულებინა

31 აგვისტო, 2015 • • 1077
მოსამართლემ ხადიჯა ისმაილოვას სიტყვა არ დაასრულებინა

როგორც კავკაზსკი უზელს ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატმა განუცხადა, თავის სიტყვაში ჟურნალისტი პროკურატურის მიერ საქმის მასალების ფალსიფიცირებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობდა.

 

ხადიჯას გამოსვლას რამდენჯერმე პროკურორის პროტესტი მოჰყვა. მოსამართლემ რამდენჯერმე გააფრთხილა ბრალდებული, რომ თუ საქმის არსზე არ ისაუბრებდა, სიტყვას შეაწყვეტინებდნენ. საბოლოოდ, მოსამართლემ ისმაილოვას არ დაასრულებინა სიტყვა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე სათათბიროდ უნდა გავიდეს. 

 

ხადიჯა ისმაილოვას დღევანდელ პროცესზეც პრესის, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსს დასწრება აიკრძალა.

 

ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 1 ან 2 სექტემბერს გამოაცხადებენ.


აზერბაიჯანის პროკურატურა დაკავებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვასთვის ბაქოს სასამართლოსგან 9-წლიან პატიმრობას ითხოვს. პროკურატურის წარმომადგენელი სასამართლოსგან ითხოვს, ხადიჯა ისმაილოვა ბრალდების ყველა მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა; მსხვილი თანხების მითვისება და გაფლანგვა; უკანონო მეწარმეობა მაღალი შემოსავლების მიღებით, გადასახადებისგან თავის აცილება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] დამნაშავედ ცნონ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი