შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის რადას დეპუტატებმა პირველი მოსმენით უმრავლესობით მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეებისთვის ავტონომიის გაზრდას.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავდნენ, “ბენზინის ბომბები” დაუშინეს. როგორც BBC წერს, პარლამენტის წინ აფეთქების ხმაც ისმოდა. BBC–ის ინფორმაციით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ 30–მდე ადამიანი უკვე დაკავებულია.
იმ ცვლილებებით, რომელთაც დღეს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა, პრორუსულ ძალებს, რომლებიც დონეცკსა და ლუგანსკში არიან, მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე სპეციალური კანონი გავრცელდება, თუმცა პატრლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს არ ითვალისწინებს სპეციალურ სტატუსს დონეცკისა და ლუგანსკისთვის, რომლებიც მეამბოხეთა ლიდერებმა რესპუბლიკებად გამოაცხადეს.
BBC–ის ცნობით, მეამბოხეების ხელში მყოფი ტერიტორიებისთვის ავტონომიის გაფართოება მინსკში მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) მიხედვით.