ახალი ამბები

სტაციონარში Covid-19-ზე 56 პაციენტი მკურნალობს

24 მარტი, 2020 • 917
სტაციონარში Covid-19-ზე 56 პაციენტი მკურნალობს

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურებული კორონავირუსის 67 შემთხვევიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და მათ საქართველო უკვე დატოვეს.

შესაბამისად, მისი თქმით, ამ დრომდე კორონავირუსი საქართველოს 65 მოქალაქეს დაუდგინდა, რომელთან 9 გამოჯანმრთელდა.

“დღეის მდგომარეობით, ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს 67 შემთხვევა. უბრალოდ, ჩვენ გვყავდა 2 უცხოელი მოქალაქე, კერძოდ, ავსტრიელები. გუშინ ღამით მოხდა სპეცრეისის დანიშვნა ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და მათი მოქალაქეები გადაიყვანეს ავსტრიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან დაფიქსირებულია 65 საქართველოს მოქალაქე და 65 მოქალაქიდან 9, დღეის მდგომარეობით, არის ჯანმრთელი. შედეგად ამ ეტაპზე სტაციონარებში გვყავს 56 COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი, რომლებზეც წარმატებით ზრუნავენ ჩვენი ექიმები”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი