ახალი ამბები

დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანა ახლაც გრძელდება – ტვ პირველი

24 მარტი, 2020 • 2426
დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანა ახლაც გრძელდება – ტვ პირველი

ტვ “პირველი” იუწყება, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, 24 მარტს ხობის სოფელ ქარიატიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების, მრავალწლოვანი ჭადრების, ამორგვის პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, გრძელდება მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირების მოწყობის პროცესი. როგორც ტელევიზიას ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ინჟინერმა უთხრა, ჯებირების მოწყობის პროექტი „ინფრასტრუქტურულია და მისი შეჩერება ვერ მოხდება“.

 

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა საგანგებო მდგომარეობა, ეკონომიკის მინისტრის თანახმად, არ შეხებია ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მშენებლობებს და სატრანსპორტო სექტორს.

„თუმცა, ცხადია, ყველა ამ სექტორმა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“, – განაცხადა მინისტრმა 21 მარტს.

ტვ პირველის ინფორმაციით, ხობში მომუშავეებს „შესაბამისი ეკიპირება, ხელთათმანები ან პირბადეები არ უკეთიათ“.


ბათუმელების 2019 წლის არქივიდან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/193933/

მასალების გადაბეჭდვის წესი