ახალი ამბები

ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს

24 მარტი, 2020 • 1374
ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, ქართველი კინემატოგრაფების ფილმები ინტერნეტში ხელმისაწვდომი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოცენტრის ცნობით, რეჟისორების, ლევან კოღუაშვილის, ლევან თუთბერიძის, ნანა ჯანელიძის, ნუცა ალექსი-მესხიშვილის, გიგა ბაინდურაშვილის, ვახო ვარაზის და ლაშა ოთხმეზურის ფილმების ნახვა ონლაინ, პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა რეჟისრობემა გიორგი თავართქილაძემ და გიგა ლიკლიკაძემ თავიანთი ფილმები, “ცუდი ხალხი” და “ღორი” ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ-სივრცეში.

კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინ პრემიერა 25 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება. კინოცენტრის ცნობით ისინი განაგრძობენ მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმის ნახვა გახდეს შესაძლებელი.

თანამედროვე ქართული ფილმების ონლაინ ჩვენებების განრიგი ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი