ახალი ამბები

შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, შესაძლოა, გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც – ხუნდაძე

24 მარტი, 2020 • 1071
შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, შესაძლოა, გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც – ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ეპიდსიტუაციის შემსუბუქებას ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ, რადგან ქცეყანა ახლა შევიდა პრეკრიზისულ ფაზაში, რაც ერთი-ორი კვირა გაგრძელდება. ამის შესახებ ხუნდაძემ ჟუნრალისტებს დღეს, 24 მარტს უთხრა:

“არის მოლოდინი, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ცოტა დამძიმდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნება კონტროლის ქვეშ… შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდვითარებასა და საზოგადოების ქცევაზე. ყოველ შემთხვევაში, შემსუბუქება ჯერ არ იქნება, შესაძლოა, გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც. შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, ეს გაგრძელდება დაახლოებით ერთი-ორი კვირა, შემდეგ უკვე მოდის კრიზისული ფაზა. ამიტომ, მეტად პასუხისმგებლიანი ქცევა გვჭირდება, რომ რეკომენდაციები შესრულდეს კიდევ უფრო მაღლ ხარისხში, რათა თავიდან ავიცილოთ გავრცელება”, – განაცხადა ხუნდაძემ.

24 მარტის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 66 შემთხვევა, აქედან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი