ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

COVID-19-ზე 10 ათასზე მეტი ტესტი გავაკეთეთ – აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი

24 მარტი, 2020 •
COVID-19-ზე 10 ათასზე მეტი ტესტი გავაკეთეთ – აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი

აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ გასიმოვის განცხადებით, ქვეყანაში COVID-19-ის გამოსავლენად 10 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობითვე, აზერბაიჯანში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 72 დადასტურებული შემთხვევაა.

“30-მდე ადამიანი საზღვარგარეთ დაინფიცირდა, დანარჩენები – ქვეყნის შიგნით”, – აცხადებს გასიმოვი.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 66 დადასტურებული შემთხვაა, სომხეთში – 235.

მასალების გადაბეჭდვის წესი