ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორიასთანაა დაკავშირებული.
ამასთან, როგორც ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მათგანი იზოლაციაში იმყოფებოდა და საავამდყოფოს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიაკითხეს.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 66-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა – 8. განახლებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.