ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, სულ გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.
როგორც ეზუგბაია ამბობს, კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული იყო 40 (8 გაეწერა), სხვა კლინიკიებში კი დანარჩენი 26 პირია მოთავსებული.
“ჩვენს კლინიკაში ახლა არის 32 პაციენტი, მათ შორის, 1 გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება კლინიკაში დამატებითი პროცედურებისთვის. ეს მე-9 პაცენტი დღეს დატოვებს ინფექციურს. გამოდის, ჯამში, 9 გამოჯანმრთელებულია“, – ამბობს ეზუგბაია.
მისივე თქმით, ახალ შემთხვევები ე.წ. ამერიკის კლასტერიდანაა, რომლებიც საქართველოში აშშ-დან 7 ან 11 მარტს ჩამოვიდნენ.
24 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 66 ადამიანს, საიდანაც 9 გამოჯანმრთელდა, კარანტინსი 3 300-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 230-ზე მეტი.