ახალი ამბები

თამარ ხიდაშელი მადლობას უხდის რესპუბლიკურ პარტიას და კოალიცია “ქართულ ოცნებას”

31 აგვისტო, 2015 •
თამარ ხიდაშელი მადლობას უხდის რესპუბლიკურ პარტიას და კოალიცია “ქართულ ოცნებას”

მისი თქმით, რესპუბლიკურ პარტიასთან და კოალიციასთან მას აერთიანებს ღირებულებები და სწორედ ამიტომ დათანხმდა ამ შემოთავაზებას.

“ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ აუცილებელი იყო გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და უშუალოდ ხელისუფლების საშუალებით მეცადა ის, გამეკეთებინა ის, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი. ესაა ადამიანის უფლებების დაცვა”, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა 31 აგვისტოს მისი მაჯორიტარობის კანდიდატად წარდგენისას.

“რაც შეეხება საგარეჯოში პროგრამას, მცირე დრო არის დარჩენილი და ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ქალბატონ თინათინ ხიდაშელის დაპირებების ბოლომდე მიყვანა”.

 

თამარ ხიდაშელი მაჟორიტარობის კანდიდატად საგარეჯოში პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა. იგი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე 2009-10 წლებში.  ბოლო დროს კი  მუშაობდა ევროკავშირის ერთ-ერთ პროექტში. 

პრემიერ-მინისტრმა თამარ ხიდაშელი საგარეჯოს, ხოლო სოსო დანელია მარტვილში წარადგინა კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებად; 31/08/2015 თბილისი, საქართველპ; ფორო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი
პრემიერ-მინისტრმა თამარ ხიდაშელი საგარეჯოს, ხოლო სოსო დანელია მარტვილში წარადგინა კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებად; 31/08/2015 თბილისი, საქართველპ; ფორო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი