ხიდაშელი მაჟორიტარობის კანდიდატად დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური, პროფეციონალი ქალების პოლიტიკაში ჩართვა.
თამარ ხიდაშელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო 2008-2010 წლებში. ის ორი ვადით იყო არჩეული საიას თავმჯდომარედ, რომლის შემდეგაც მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში [UNDP].
საქართველოში საპარლამენტო შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს საგარეჯოს და მარტვილის რაიონებში.
საგარეჯოში მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ამ ოლქის რჩეულმა თინა ხიდაშელმა საკანონმდებლო ხელისუფლებიდან მთავრობაში გადაინაცვლა და თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა.
არასაპარლამენტო ოპიზიციის ნაწილი მარტვილისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩვენებს ბოიკოტს უცხადებს იმ მიზნით, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს საარჩევნო სისტემის შეცვლის კუთხით. ბოიკოტს უერთდება ნაციონალური მოძრაობაც. ბოიკოტის მიზეზად სახელდება ის, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, ხოლო “ქართული ოცნება” არ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც საარჩვენო სისტემის გაუმჯობესებას ეხებოდა.
არჩევნებში მონაწილეობას აპირებს “პატრიოტთა” ალიანსი.