ამერიკელი ექიმების განცხადებით, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა კორონავირუსულ დაავადებაზე — COVID-19-ზე ტესტირების მიზეზებში უნდა ჩაამატონ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის ოტორინოლარინგოლოგიის აკადემიის განცხადებით, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა უნდა შეიყვანონ იმ სიმპტომთა სიაში, რომლებიც COVID-19-ის დაავადების დროს შეიძლება გამოვლინდეს.
„ანოსმია (ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა) უფიქსირდებოდათ პაციენტებს, რომლებიც საბოლოო ჯამში აღმოჩდნენ კორონავირუსით დაავადებული, მაგრამ არ ჰქონდათ სხვა სიმტპომები“, — ნათქვამია აკადემიის განცხადებაში.
„ეს სიმპტომები იწვევს სერიოზულ განხილვას ამ ადამიანების თვითიზოლაციასთან და [კორონავირუსზე] ტესტირებასთან დაკავშირებით“, — აღნიშნავენ აკადემიაში.
აშშ-ის ოტორინოლარინგოლოგიის აკადემიის გარდა, მსგავსი განცხადება ერთი დღით ადრე გააკეთა ENT UK-მ — გაერთიანებული სამეფოს ყურის, ცხვირისა და ყელის ქირურიგების გაერთიანებამ.
მსოფლიოში კორონავირუსის 354,677 დადასტურებულ შემთხვევის შესახებაა ცნობილი. აქედან გარდაიცვალა 15,436, გამოჯანმრთელდა 100,462.
საქართველოში ცნობილია 61 დადასტურებულ შემთხვევაზე, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.