ახალი ამბები

ეროვნული ბანკი ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს ორი თვით აჩერებს

23 მარტი, 2020 • 881
ეროვნული ბანკი ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს ორი თვით აჩერებს

ეროვნული ბანკი  საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს ორი თვის ვადით აჩერებს. სებ-ის ინფორმაციით, დროებით ჩერდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაცია. ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ რეგისტაციის შეჩერება არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც რეგისტრაციაზე განაცხადი ცვლილების მიღებამდე შეიტანეს.

“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ორი თვის ვადით ჩერდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად/ფილიალად, სესხის გამცემ სუბიექტად/ფილიალად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად, საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, სპეციალიზირებულ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად რეგისტრაციის, ლიცენზირების, ნებართვების, ავტორიზაციის/აღიარების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება.

აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად”,-წერია სებ-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი