ახალი ამბები

დავხურეთ ობიექტი, 600-მდე პირი რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა – საგამოძიებო

23 მარტი, 2020 • 1235
დავხურეთ ობიექტი, 600-მდე პირი რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, თბილისში მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად მუშაობდა.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.

“შესაბამი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და
მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი