ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა შეჩერებულია

23 მარტი, 2020 • 1321
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა შეჩერებულია

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მიმდინარე წლის 21 მარტიდან კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერებულია.

პარლამენტის ცნობით, განხილვა განახლდება 22 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

საქართველოს პარლამენტში 85 დეპუტატის მიერ ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერის პირობებში, ხოლო პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები 120/30-ზე თანაფარდობით გადანაწილდება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საორგანიზაციო კომისია 17 მარტს შეიქმნა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის გათვალისწინებულია 1-თვიანი ვადა, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

ამ თემაზე:

საგანგებო მდგომარეობა, როგორც საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი