ახალი ამბები

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 4 პირი დააკავა

29 აგვისტო, 2015 •
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 4 პირი დააკავა

დაკავებულთაგან ორი ჩინეთის მოქალაქეა, ორი კი- საქართველოსი.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და სალონებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი